სიახლეები
19 მარტს, თელავში მდებარე კახეთის რეგიონულ ოფისში საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლამ საჯარო ლექცია და ტრენინგი შემდეგ თემებზე გამართა:
საჯარო ლექცია „პროფესია ჟურნალისტის“ფარგლებში განხილული იყო დარგის თანამედროვე ტენდენციები, გამოწვევები, და პერსპექტივები.
ლექციას საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დირექტორი- ქ-ნ ნათია კალაძე გაუძღვა.
ტრენინგი: „მცირე PR კამპანიის წარმოება“ სტრატეგიული დაგეგმვის საფუძვლებს, ტაქტიკური გეგმის თავისებურებებს და რეალური კამპანიების განხილვას დაეთმო.
ტრენინგს საქართველოს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ჟურნალისტიკის ხელმძღვანელი- ქ-ნ ლელი ბიბილაშვილი გაუძღვა.